Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში ნერგების დარგვა მიმდინარეობს

3 April, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ქალაქის მასშტაბით არსებული მწვანე ზოლების, გზისპირების და სკვერების გამწვანება მიმდინარეობს. ირგვება ნეკერჩხლის, კედრის, იფნის და ცაცხვის ნერგები.

გამწვანების ღონისძიებაში პირადად მონაწილეობენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

მსგავსი სახის ღონისძიებები ახალციხის მუნიციპალიტეტში მომავალშიც გაგრძელდება.

Share page