Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საკონსულტაციო შეხვედრები წყრუთის ადმინისტრაციულ ერთეულში

14 February, 2020

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა წყრუთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იოსებ კაპანაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტეტები გააცნეს ადგილობრივებს, იმსჯელეს დასახლებებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე.

სოფლებში წირაში, მიქელწმინდასა და წყრუთში დასახლების საერთო კრებებზე, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები. ესენია - შიდა გზები, სპორტული მოედანი, გარე განათება.

2020 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო, ადგილობრივი მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. საკონსულტაციო შეხვედრები 6 თებერვალს დაიწყო და 24 თებერვლამდე გაგრძელდება.

Share page