Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება

11 February, 2020

დღეს, 11 თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში.

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

სოფლებში ხეოთში, ურაველსა და მუსხში დასახლების საერთო კრებებზე, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები.

2020 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება. ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტს, რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

Share page