Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხელი მძლეოსნების მორიგი წარმატება

10 February, 2020

ახალციხელი მძლეოსნების მორიგი წარმატება

7-9 თებერვალს, ქალაქ თბილისში, მძლეოსნობის სასახლეში საქართველოს ზამთრის ეროვნული ღია ჩემპიონატი გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს ყველა რეგიონის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მძლეოსანთა გუნდები, ასევე სომხეთიდან და უკრაინიდან ჩამოსული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

ახალციხის მძლეოსანთა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა შეჯიბრში და 6 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი იქნა მოპოვებული.

მთავარი საპრიზო ადგილები დაიკავეს:

მინდია ენდელაძემ - 2 ოქროს მედალი, 400 და 200 მეტრიან დისტანციებზე რბენაში;

მარი კაპანაძემ - 2 ოქროს მედალი, 3000 და 5000 მეტრიან დისტანციებზე რბენაში;

გაიანე უსტიანმა - 1 ოქროს მედალი 800 მეტრზე რბენაში;

ირინა მიკიტიუკმა - 1 ოქროს მედალი სიგრძეზე ხტომაში;

ვერცხლის მედლები მოიპოვეს:

შალვა ლეკიშვილმა - 60 მეტრ დისტანციაზე რბენაში;

ასია ჩარუხჩიანმა - 800 მეტრ დისტანციაზე რბენაში;

გაიანე უსტიანმა - 1 500 მეტრ დისტანციაზე რბენაში;

ვლადიმერ შუშანიანმა - 800 მეტრ დისტანციაზე რბენაში;

 ბრინჯაოს მედლების მფლობელები არიან:

არსენ იშხანიანი - 1 500 მეტრ დისტანციაზე რბენაში;

ირინა მიკიტიუკი - სიგრძეზე ხტომაში;

ვლადიმერ შუშანიანი 400 მეტრ დისტანციაზე რბენაში;
 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მორიგ გამარჯვებას ულოცავს სპორტსმენებს და წარმატებებს უსურვებს.

Share page