Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

26 December, 2019

დღეს, საკრებულოს რიგით მე-16 სხდომაზე მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცდა.

დეპუტატებმა სხვა საკითხებთან ერთად 2020 წლის ბიუჯეტი ერთხმად დაამტკიცეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 16 000 000 ლარით განისაზღვრა და მთავარ პრიორიტეტებად კვლავ ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებები რჩება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ საკრებულოს წევრებს 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ასევე, დეტალურად გააცნო განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც.მერის ანგარიში დეპუტატებმა მოიწონეს და დადებითად შეაფასეს.

Share page