მუსხში საავტომობილო გზის რეაბულიტაცია მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ მუსხში, სადაც მუსხი-ჭობარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი ეწყობა (დამამთავრებელი ეტაპი).
ამ დროისთვის გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი იგება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.