Hot line:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ბრიტანეთი/საქართველო - 2019 წლის შემოდგომის სეზონი

6 December, 2019

დღეს, ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, „საქართველო - დიდი ბრიტანეთის 2019 წლის შემოდგომის სეზონის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა, რომელიც ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს მიეძღვნა.

დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი, მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა მელიქიძესთან, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან გიორგი კეკელიძესთან, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლიტერატურულ საღამოს დაესწრო.

ღონისძიებაზე ბრიტანეთის ელჩმა და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, ახალციხის ბიბლიოთეკას საჩუქრად მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა გადასცეს. შეხვედრაზე ისაუბრეს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ კეთილმეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე, კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

დღესვე, ბრიტანეთი/საქართველო 2019 წლის სეზონის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ პარკში განთავსდა მოძრავი საელჩოც, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ბრიტანეთის საგანმანათლებლო პროგრამებს და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ინტერაქტიულ თამაშებში.

Share page