Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუნიციპალიტეტში მგზავრთა მოსაცდელები ეწყობა

4 December, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტში მგზავრთა მოსაცდელების მოწყობა მიმდინარეობს.

მოსაცდელები ექვს სოფელში ანდაში, წირაში, თისელში, ფერსაში, სვირში და ჭვინთაში ეწყობა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

სულ მალე აღნიშნული სოფლების მოსახლეობა ახალი და კომფორტული მოსაცდელებით ისარგებლებს. აღსანიშნავია, რომ სოფლებში მოსაცდელები ამ დრომდე არ არსებობდა.

Share page