Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის ტბაზე ახალგაზრდობის დღეს აღნიშნავენ

12 August, 2019

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება ქალაქ ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სპორტული და კულტურული აქტივობები, გამოფენები, კონცერტები, მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული პროგრამებისა და საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები, ფერების ფესტივალი, კონცერტი ადგილობრივი ნიჭიერი ახალგაზრდების მონაწილეობით - დღის განმავლობაში სწორედ ამ ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ ახალციხელ ახალგაზრდებსა და ქალაქის სტუმრებს. 
საღამო მოგვიანებით, გალა კონცერტით გრძელდება, ღონისძიების სტუმრების განწყობაზე და დროის სასიამოვნოდ გატარებაზე გელა გნოლიძე და ბაბი კირკიტაძე იზრუნებენ, დღის ბოლოს კი, საკუთარი მუსიკალური პროგრამით წარსდგება ახალგაზრდებში პოპულარული DJ BATA. 
ღონისძიებები ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით დაიგეგმა და მასში აქტიურად იყვნენ ჩართული მერიის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილე ჯგუფები.

Share page