Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ღონისძიებები „მწვანე სახლსა“ და საბავშვო ბაღებში

21 March, 2019

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში. აქციის მიზანს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ამ დღისადმი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

ღონისძიებებს ქალაქის N1, N 6 საბავშვო ბაგა-ბაღებსა და ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში „მწვანე სახლი“, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. აქტივობებს ასევე, საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა პოლონეთის რესპუბლიკის ჰუმანიტარული ორგანიზაციის გამგეობის წევრი არტურ ნემჩიკი.

დაუნის სინდრომის მქონე აღსაზრდელებმა თანატოლებთან ერთად სახელდახელო ხატვასა და სპორტულ შეჯიბრებებში მიიღეს მონაწილეობა, ღონისძიების ბოლოს კი პატარები სტუმრებისგან ბუშტებითა და სათამაშოებით დასაჩუქრდნენ.

Share page