ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ზარზმელის ქუჩაზე კურპუსების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

20 ივნისი, 2019

ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება ზარზმელის ქუჩაზე, სადაც 12 შენობის სახურავს რეაბილიტაცია უტარდება. მიმდებარე დასახლების მაცხოვრებლები ცენტრალურ ქუჩასთან დასაკავშირებლად უკვე სარგებლობენ ახალი კიბითაც.

მიმდინარე წელს ჯამში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 32 კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ქალაქის იერ-სახის მოწესრიგება მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა ეტაპობრივად გრძელდება.

გააზიარე