ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ხეოთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

6 აგვისტო, 2019

დასასრულს უახლოვდება სოფელ ხეოთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგო გზის 2300 მეტრიან მონაკვეთზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გვერდულების მოწყობა.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

აღსანიშნავია, სოფელი ხეოთი მაღალმთიანი დასახლებაა, სადაც განსაკუთრებით ზამთრის პერიოდსა და უამინდობისას მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

გააზიარე