ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ვიზიტი არდაგანის გუბერნიაში

28 თებერვალი, 2019

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები  სამუშაო ვიზიტით თურქეთში, არდაგანის გუბერნიაში იმყოფებოდნენ.

ვიზიტი არდაგანის გუბერნატორის მუსტაფა მასატლის მიწვევით განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბიზნესფორუმი. ქართულმა მხარემ წარადგინა პრეზენტაცია, სადაც ყურადღება გამახვილდა სამცხე-ჯავახეთში საინვესტიციო პოტენციალის და ტრანსსასაზღვრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.

პრეზენტაცია წარადგინა არტაანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ჩეტინ დემირჩმაც, რომელიც არტაანის გუბერნიის ეკონომიკური პოტენციალს და საქართველოსთან ექსპორტ-იმპორტის მონაცემების ანალიზს შეეხებოდა. აგრეთვე, მიმოიხილეს საინვესტიციო დარგებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით თურქეთის სახელმწიფოში არსებული შეღავათიანი რეგულაციები.

მხარეები შეთანხმდნენ მომავალშიც გააგრძელონ ორმხრივი თანამშრომლობა რეგიონების სავაჭრო-ეკონიმიკური და ტურისტული სფეროების განვითარების მიზნით.

 

გააზიარე