ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ვალეში მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა

20 თებერვალი, 2019

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შესარჩევად  ვალეში მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.

ვალის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტი შეარჩია.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

პროექტების შერჩევა 2019 წლის 1 მარტამდე უნდა მოხდეს.

მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

გააზიარე