ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტრადიციული თათბირი მერიაში

18 ივნისი, 2019

ახალციხის მერიაში ტრადიციულ სამუშაო შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს.

მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ სამშენებლო და ზედამხედველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, თითოეულ ობიექტზე ამ დროისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ყურადღება გამახვილდა პროექტების გეგმა-გრაფიკით და ხარისიანად შესრულებაზე, სამუშაო პროცესში გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში, მათი უმოკლეს ვადებში აღმოფხვრის და მერიაში შუალედური შესრულებების წარმოდგენის შესახებ. აღინიშნა, რომ პროექტების მიმდინარეობასა და მათი შესრულების ხარისხს ყოველდღიურ რეჟიმში უწევენ მონიტორინგს, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და ზედამხედველი ორგანიზაციის წარმომადგენლები. 

დღესვე, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად მომავალი წლის პრიორიტეტები და საპროექტო წინადადებებიც განიხილა, მერის წარმომადგენლებს მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა დაევალათ, რათა შემდეგ მათი ასახვა მოხდეს მომავალი 2020 წლის გეგმებში. 

გააზიარე