ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტრადიციული შეხვედრა მშენებლებთან

27 აგვისტო, 2019

ახალციხის მერიაში ტრადიციულ თათბირზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს. 

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება, სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ და „ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ მშენებლებისგან ობიექტებზე ამ დროისთვის არსებული მდგომარეობისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე. 

სამუშაო შეხვედრას სამშენებლო კომპანიებისა და ზედამხედველი ორგანიზაციიის წარმომადგენლები, მერის მოადგილეები, ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობისა და შესყიდვების სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გააზიარე