ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

სვირში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

6 ნოემბერი, 2018

სოფელ სვირში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტით გათვალისწინებულია არსებული ლითონის რეზერვუარის გადატანა მაღალ წერტილზე, რათა სასმელი წყალი უკეთესად მიეწოდოს მოსახლეობას.

ასევე, ეწყობა მთავარი გამანაწილებელი შენობა და სოფელ ბოგიდან ახალი დამატებითი მაგისტრალი.

პროექტის განხორციელების შემდგომ სოფელ სვირის მოსახლეობა სრულად მომარაგდება სასმელი წყლით.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

გააზიარე