ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სპორტულ ოლიმპიადაზე გეზრბენში ახალციხის გუნდებმა გაიმარჯეს

26 ივნისი, 2019

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის ფინალისტი გუნდები გეზრბენში გამოვლენილია. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კუტურისა და დასვენების პარკთან მოწყობილ სარბენ ბილიკზე გამართული ფინალური გარბენით ცნობილი გახდა გამარჯვებული გუნდები. გოგონებში ჩემპიონები ახალციხის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ. ვაჟებში კი პირველობა ახალციხის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მიღწეულ წარმატებას ულოცავს გამარჯვებულ გუნდებს და წარმატებებს უსურვებს საერთაშორისო ასპარეზზეც!
 

გააზიარე