ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" განახლდა

5 იანვარი, 2019

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" განახლდა.

პროგრამის ფარგლებში, დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან და მასში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ვიდეო კონფერენცია გამართა.

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“  5 ათასიდან 10 ათას ლარამდე ღირებულების  ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი   პრიორიტეტული პროექტები შეირჩევა დასახლების  საერთო კრებებზე, თავად მოსახლეობის მიერ.

თანხის განაწილება დასახლების მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მოხდება:
• 200 კაცამდე- 5000 ლარი;
• 400 კაცამდე - 6000 ლარი;
• 1000 კაცამდე - 8000 ლარი;
• 1000 კაცზე მეტი - 10000 ლარი.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია კატეგორიები, რომლებსაც შესაძლებელია მოხმარდეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილი თანხა:

• სასმელი წყლის სისტემები;
• სარწყავი სისტემები;
• სანიაღვრე არხები;
• ნაპირსამაგრი სამუშაოები;
• გზები;
• ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
• გარე განათება;
• სკოლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა;
• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
• ამბულატორიული შენობები;
• კულტურის ოებიექტები;
• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
• სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;
• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
• სასაფლაოს შემოღობვა;
• თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები;
• მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

სოფლებში პროექტების შესარჩევად სოფლის კრებების ჩატარებას  მუნიციპალიტეტის  წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. კრებები თებერვლის ბოლომდე ჩატარდება.


 

გააზიარე