ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

22 თებერვალი, 2019

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შესარჩევად საერთო კრებები და კონსულტაცია კიდევ  ხუთ სოფელში ჩატარდა.

წინუბნის, აბათხევის, ჯულღის, წყალთბილისა და ნაოხრების მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი საპროექტო წინადადებები შეარჩიეს:

▫სოფელი წინუბანი - შიდა გზების რეაბილიტაცია;

▫სოფელი აბათხევი - გარე განათების გაგრძელება;

▫სოფელი ჯულღა - არსებული ხიდის რეაბილიტაცია;

▫სოფელი წყალთბილა - შიდა გზების რეაბილიტაცია;

▫სოფელი ნაოხრები -სკვერის მოწყობა;

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

პროექტების შერჩევა 2019 წლის 1 მარტამდე უნდა მოხდეს.

მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

გააზიარე