ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა"

6 თებერვალი, 2019

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შესარჩევად საერთო კრება და კონსულტაციები  კიდევ სამ სოფელში ჩატარდა.

ხეოთის, მუსხის და ურავლის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი საპროექტო წინადადებები შეარჩიეს:

▫სოფელი ხეოთი - სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;

▫სოფელი მუსხი - სოფლის საძოვრებზე  პირუტყვის დასარწყლულებელი ადგილების რეაბილიტაცია;

▫სოფელი ურაველი- შიდა გზების რეაბილიტაცია და საზოგადოებრივი საპირფარეშოს აშენება;

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

პროექტების შერჩევა 2019 წლის 1 მარტამდე უნდა მოხდეს.

მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

გააზიარე