ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ახალი პროექტი იწყება

26 ივნისი, 2019

გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN women), პარტნიორ ორგანიზაციებთან - ფონდთან  „ტასო“, „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“და "კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან (KRDF)" ერთად ახორციელებს პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით“.

პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრა გაიმართა დღეს, ქალაქ ახალციხეში, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილების წარმომადგენლები, გენდერული საბჭოს წევრები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

პროექტის სამიზნე არეალს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლები წარმოადგენს. აქ  მცხოვრებ ქალბატონებს, პროექტის განხორციელების პერიოდში სხვადასხვა სახის დახმარება გაეწევათ. პროექტის მიზანია მოწყვლად ქალთა ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა, სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა, თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბება და განვითარება,  ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის გაძლიერება თემის განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით.

26 თვიანი პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDS) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADS) ფინანსური  მხარდაჭერით ხორციელდება.

გააზიარე