ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ ტყემლანაში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს

3 ივლისი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს სოფელ  ტყემლანის  საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი იგება გზის  1850  მეტრიან მონაკვეთზე. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

აღსანიშნავია, სოფელი  ტყემლანა  მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაა, სადაც განსაკუთრებით ზამთრის პერიოდსა და უამინდობისას მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

გააზიარე