ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში

6 ნოემბერი, 2018

დღეს, სამხარეო ადმინისტრაციაში  სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის  პირველი მოადგილის  შალვა ბერძენიშვილის ინიციატივით ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოეწყო.

აღნიშნულ შეხვედრაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა გელა ლომიძემ დამსწრეებს გააცნო  2019 წლის ბიუჯეტის პროექტი და 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი.

ასევე, მუნიციპალიტეტში შემავალი ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს 2019-2022 წლების ბიუჯეტების პროექტები პროგრამული ბიუჯეტის ფორმატის ჭრილში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარე  დავით ხოსრუაშვილი, CCI -ს პროგრამული ბიუჯეტის ექსპერტი ლიანა სხირტლაძე და მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე.

 

 

გააზიარე