ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან

6 აგვისტო, 2019

მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, საჯარო სკოლებსა და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები დეტალურად განიხილეს დღეს, მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა მშენებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან ობიექტებზე არსებული მდგომარეობისა და კვირის მანძილზე შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრას მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერისა და სამშენებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე