ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

შეხვედრა ახალგაზრდებთან

11 აპრილი, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთისა უნივერსიტეტისა და კოლეჯ ოპიზარის სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მერიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს  მიმდინარე ახალგაზრდული პროექტები და პროგრამები გააცნეს, უპასუხეს მათ კითხვებს და ისაუბრეს ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის აუცილებლობაზე,  თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირება მიმდინარე პროცესების შესახებ, მათი ინიციატივების მხარდაჭერა, ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდა, როგორც მიმდინარე პროგრამებში,  ისე დაგეგვმისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.  მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან მომავალშიც იგეგმება.

გააზიარე