ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვა

24 იანვარი, 2019

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვა გაიმართა.

პროექტი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვა გაიმართა.

შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი ნიკოლოზ როსებაშვილი, ასოციაციისა და სამინისტროს წარმომადგენლები, მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, ასევე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

განხილვაზე დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის ძირითად პრინციპებზე, რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ის პრიორიტეტები და მექანიზმები განიხილეს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით დეცენტრალიზაციის რეფორმაში უნდა იქნას გათვალისწინებული.

აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დეცენტრალიზაციის საკითხებზე დიალოგის წარმართვას და დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებას.

 

გააზიარე