ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა

28 დეკემბერი, 2018

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ილია ბეგიაშვილთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, მათ მოადგილეებს და სამსახურების უფროსებს შეხვდა.
შეხვედრაზე შეაჯამეს 2018 წელს წარმატებით შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები და ისაუბრეს 2019 წელს დაგეგმილ პროექტებზე. ასევე განიხილეს ის სიახლეები, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების გამარტივებული წესით შესყიდვასთანაა დაკავშირებული.
ახალი რეგულაციით, ყველა სამშენებლო კომპანიას თანაბარი კონკურენციის პირობებში შეეძლება ტენდერებში მონაწილეობა. აგრეთვე გამარტივდება ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინაცია და კიდევ უფრო შემჭიდროებულ ვადებში განხორციელდება პრიორიტეტული პროექტები.
კიდევ ერთი სიახლეა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენაც, რომლის ფარგლებში დასახლებულ ადმინისტრაციულ ერთეულებს შესაძლებლობა მიეცემათ ერთობლივად შეარჩიონ და განახორციელონ პრიორიტეტული პროექტები.

გააზიარე