ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

სამუშაო შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში

2 ივლისი, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე უძღვებოდა. დეტალურად განიხილეს თითოეულ ობიექტზე ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა და შესრულებული სამუშაოები, იმსჯელეს ასევე პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც შესაბამის და დროულ რეაგირებას საჭიროებენ.

გააზიარე