ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში

28 ივნისი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტის „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება - ფინანსური და სააღრიცხვო სისტემები“-ს ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ფინანსური შემოსულობების პროგნოზირების (ე.წ. cash-flow-ს შემოსავლების ნაწილი) გეგმის შედგენის საკითხი განიხილეს. წარმოდგენილი იქნა ერთიანი ფორმა და შესაბამისი დამხმარე ინსტრუქციები შემოსულობების თვეების მიხედვით პროგნონოზირებისათვის. აღნიშნული ფორმა მოიცავს თვითმმართველობისთვის აქტუალური შემოსავლების ყველა სახეობას (დამატებული ღირებულების გადასახადი; ქონების გადასახადი, მოსაკრებლები, საკუთრებიდან შემოსავლები) და არაფინანსური აქტივებიდან მისაღებ შემოსულობებს. კონსულტანტმა დავით ხოსრუაშვილმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა შემოსულობების დროში გადანაწილების გაანგარიშების შესაძლებლობები.

სამუშაო შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური, შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურების ხელმძღვანელები ხელმძღვანელები, თანამშრომლები და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მანანა ბალიაშვილი ესწრებოდნენ.

პროექტს საკონსულტაციო კომპანია „კარდნო“- ((Cardno, Emerging Markets USA, Ltd.) ) კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) პარტნიორობით აგრძელებს, რომელიც მეორე რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების (SRMIDP) პროგრამის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ხორციელდება.

გააზიარე