ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში

5 თებერვალი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მუშაობის ეფექტიანობის გაუმჯობესებისთვის ერთობლივ სამუშაო სტრატეგიაზე შეთანხმებას და მრჩეველთა საბჭოს წევრებისგან ინიციატივების განხილვას.

ზაზა მელიქიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს როლზე და მნიშვნელობაზე.

შეხვედრა ჩატარდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ინიციატივით პროექტის „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანასური მხარდაჭერით და World Vision საქართველოსთან პარტნიორობით.

გააზიარე