ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

სამშენებლო სამუშაოები სოფელ ანის საჯარო სკოლაში

12 აგვისტო, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანის საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ხორციელდება, რომლის ფარგლებში იცვლება შესასვლელი კარებები, კიბეები, იღებება გარე ფასადი, აგრეთვე, ეწყობა სარინელი და ბაქანი. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის განკარგულებით, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით 760 000 ლარი გამოეყო. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 14 საჯარო სკოლაში 18 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება.

 

გააზიარე