ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა

1 აგვისტო, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე უძღვებოდა. 

საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები განიხილეს. მათ შორის, იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, კულტურული ღონისძიებების, ასევე მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ. ზაზა მელიქიძემ შეხვედრის მონაწილეებს, იმ მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა განხორციელებაც იგეგმება მუნიციპალიტეტში სამხარეო ადმინისტრაციისა და ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით. თავის მხრივ, საბჭოს წევრებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს თავიანთი წინადადებები და მოსაზრებები გააცნეს.

აღნიშნული საბჭო მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. საბჭო 27 წევრისგან შედგება და იგი სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება.

გააზიარე