ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

საკრებულოს რიგით მე-9 სხდომა

5 ივლისი, 2018

მიმდინარე წლის 11 ივნისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-9 სხდომა გაიმართა.

დეპუტატებმა სხდომაზე დაამტკიცეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესი.

აგრეთვე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თანხმობა მისცა:

  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,ქალაქ ახალციხის სათნოების სახლი“ (ს/კოდი 424069554) რეგისტრირებულ მონაცემებეში ცვლილების განხორციელებას. 
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლა’’ (ს/კოდი 224090490) რეგისტრირებულ მონაცემებეში ცვლილების განხორციელებას.
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ვალის სამუსიკო სკოლა’’ (ს/კოდი 224090506) რეგისტრირებულ მონაცემებეში ცვლილების განხორციელებას.
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – აწყურის სამუსიკო სკოლა’’ (ს/კოდი 224090515) რეგისტრირებულ მონაცემებეში ცვლილების განხორციელებას.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს:

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №16 განკარგულებაში ცვლილების შეტანას.

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანას.

სხდომას 24 დეპუტატი ესწრებოდა.

გააზიარე