ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საკითხებზე

3 ივნისი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა გენდერულ თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

ახალციხის მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილების წარმომადგენლებმა გულიკო მაღრაძემ და მანანა მოდებაძემ აღნიშნულ თემებზე, სოფელ კლდის მაცხოვრებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, გააცნეს  ქვეყანაში ამ კუთხით  არსებულ მდგომარეობა და  საკანონმდებლო რეგულაციები, გაიმართა ასევე, ფილმის „ხმა ამოიღე!“-ს ჩვენება და განხილვა.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, მერიის წარმომადგენლებმა დამსწრეთა მიერ დასმულ შეკითხვებს  უპასუხეს, მიაწოდეს ინფორმაცია „ქალთა ოთახის“ არსებობის შესახებაც, რომლის მთავარი ფუნქციაა მისული ვიზიტორის დახმარება და მათთვის კონსულტაციის გაწევა. შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ვლადიმერ კურტანიძე და და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

გააზიარე