ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„ფუძეობა 2019“.

5 აგვისტო, 2019

„ფუძეობა 2019“

დაბა ბაკურიანში რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა 2019“ გაიმართა. ღონისძიებაზე მხარეში შემავალ სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად ახალციხის მუნიციპალიტეტიც იყო წარმოდგენილი.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები და გამოფენები, სადაც ადგილობრივი ხელოვნებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. სტუმრებს სამეწარმეო მარკეტის დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ, სადაც მეწარმეებმა საკუთარი ბრენდირებული ხელნაკეთი ნივთებისა და სხვა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს. გაიმართა ტრადიციული ქართული თამაშობები, კოსტუმირებულ-მუსიკალური შოუ და ფოლკლორული კონცერტი. მსურველებს ადგილობრივი კულინარიის დაგემოვნებაც შეეძლოთ, ღონისძიების პატარა სტუმრები კი სპეციალურად მათთვის მოწყობილ საბავშვო ზონებში გაერთნენ.

ღონისძიებას სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.

დღესასწაული გალა-კონცერტით დასრულდა, რომელში მონაწილეობა მომღერალმა ლელა წურწუმიამ და გჯუფმა NONSTOP-მა მიიღო.

„ფუძეობა“ კომპანია GeoTourist-ის საავტორო სოციალური პროექტია, რომლის მიზანი საქართველოს რეგიონული კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერაა. „ფუძეობა“ კრედო ბანკის გენერალური სპონსორობით, პროექტ CHECK IN GEORGIA-ს, მხარადჭერითა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით ხორციელდება.

გააზიარე