ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ფეხბურთში გამარჯვებული №5 საჯარო სკოლის გუნდი გახდა

19 ოქტომბერი, 2018

დღეს, ცხრა აპრილის ქუჩის მინი მოედანზე, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ს ფარგლებში, მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში ფინალური შეხვედრა გაიმართა.

ერთმანეთს ახალციხის №5 და №1 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება №5 საჯარო სკოლის გუნდს ერგო.

გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, მედლებით, სიგელებითა და თასებით დააჯილდოვა.

გამარჯვებული გუნდი კი მუნიციპალიტეტის სახელით რეგიონულ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსნებთ, რომ ტურნირი 15 ოქტომბერს დაიწყო და მასში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 14 გუნდი იღებდა.

 სასკოლი სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ მე-4 წელია ტარდება. „ოლიმპიადა 2019“-ში 1700-ზე მეტი სკოლის 100 000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას.

ღონიძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია. „ოლიმპიადა 2019“-ის გენერალური სპონსორია VTB ბანკი.

გააზიარე