ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

№5 საბავშვო ბაგა-ბაღს ახალი ინვენტარი გადაეცა

2 ნოემბერი, 2018

სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, ადგილობრივი და სამხარე ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ქალაქ ახალციხის №5 საბავშვო ბაგა-ბაღი მოინახულეს და ინვენტარის გადაცემის პროცესს დაესწრნენ.

შეგახსნებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ, ყველა ბაღისათვის,სათამაშოები, წიგნები, საბავშვო და საოფისე სკამები შეიძინა.

ინვენტარის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 53 000 ლარი დაიხარჯა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 25 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება და 2024 აღსაზრდელია.

ინვენტარის ბაღებში დარიგება ეტაპობრივად ხორციელდება.

გააზიარე