ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ნინოობა ფოკაში

1 ივნისი, 2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში დღეს, 1 ივნისს, ტრადიციულად ნინოობა იზეიმეს. ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ სადღესასწაულო წირვა აღევლინა. წირვის შემდეგ კი „წმინდა ნინოს გზის“ მსვლელობა დაიწყო, რომელსაც მრევლთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრიც შეუერთდნენ და დაახლოებით ორ კილომეტრიანი გზა ფოკის მონასტრამდე, ფეხით გაიარეს. „წმინდა ნინოს გზით“ მსვლელობა იმ ადგილიდან დაიწყო, სადაც გადმოცემით, წმინდანი საქართველოში შემოსვლისას შეჩერდა დაიგი 12 ივლისს, სვეტიცხოველის ტაძარში დასრულდება.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ნინოწმინდაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან ერთად, მთავრობის წევრები, სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული სასულიერო პირები და მორწმუნეები იმყოფებოდნენ. სადღესასწაულო ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მხარის სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

გააზიარე