ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მძლეოსნების მორიგი წარმატება

12 თებერვალი, 2019

ქალაქ თბილისში, მძლეოსნობაში საქართველოს ზამთრის ეროვნული ჩამპიონატი ჩატარდა. მასში მონაწილეობას ახალციხის მძლეოსანთა ნაკრები გუნდი იღებდა.

ახალციხელმა მძლეოსნება წარმატებით იასპარეზეს და 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ:
მინდია ენდელაძე - 400მ. რბენაში;
გაიანე უსტიანი - 1500მ. რბენაში;
ირინა მიკიტიუკი - სამმაგ ხტომაში;
მამაკაცების ამანათრბენი ( მინდია ენდელაძე, აკოფ საღოიანი, სარქის აკოფიანი, ვლადიმერ შუშანიანი) – 4 × 200 მ. რბენაში;

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მძლეოსნებს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს!

გააზიარე