ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში თამაშები დაიწყო

16 ოქტომბერი, 2018

ცხრა აპრილის ქუჩის მინი მოედანზე, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“-ს ფარგლებში, მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში თამაშები დაიწყო. 
ერთმანეთს ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის გუნდები უპირისპირდებიან. 
ტურნირში 14 გუნდი მონაწილებს, თამაშები კი 19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
სასკოლი სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ მე-4 წელია ტარდება. „ოლიმპიადა 2018“-ში 1700-ზე მეტი სკოლის 100 000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას.
ღონიძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია. „ოლიმპიადა 2018“-ის გენერალური სპონსორია VTB ბანკი.

გააზიარე