ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„მუნიციპალიტეტის მოხალისე“

24 ივნისი, 2019

ახალციხის მერიაში პროგრამის „მუნიციპალიტეტის მოხალისე“ ფარგლებში ახალგაზრდებთან პირველი ინტერაქტიული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეები გაეცნენ მოხალისეობის პრინციპებს, პროგრამის მეთოდოლოგიას, ადგილობრივ ახალგაზრდულ პოლიტიკას და მის მნიშვნელობას. ასევე, იმუშავეს ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების დადგენაზე, მსგავსი ტიპი სამუშაო შეხვედრები გაიმართება პერიოდულად, პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდების გაძლიერების მიზნით.

პროგრამის ფარგლებში შერჩეულმა 20- მა ახალგაზრდა მოხალისემ კვირაში ერთი დღე ახალგაზრდულ თემებზე მოხალისეობრივად უნდა იმუშაონ. გამოიკვლიონ ახალგაზრდების ინტერესები და საჭიროებები და ამის შემდგომ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები, გაზარდონ ცნობადობა საზოგადოებაში ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ. მიაწოდონ ინფორმაცია ახალგაზრდული პროგრამების შესახებ სხვადასხვა სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს და ჩართონ მათთვის საინტერესო პროექტებში . ასევე, შეფასება და მონიტორინგი გაუწიონ მიმდინარე ახალგაზრდულ პროგრამებს და სხვ. პროგრამის ხანგრძლივობა ექვსი თვეა. პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტი უზრუნველყობს მოხალისეების დატრენინგებას.

პროგრამის დასკვნით ნაწილში მოხდება მისი შეფასება და წარდგენა ფართო აუდიტორიის წინაშე. ყველა მონაწილეს გადაეცემა მუნიციპალიტეტისგან სიგელები და აღიარებულები იქნებიან მუნიციპალიტეტის პირველ ახალგაზრდულ მოხალისეებად. ასევე, გამოვლინდება სამი საუკეთესო მოხალისე, რომლებიც უფრო აქტიურად გაწევენ თავიანთ საქმიანობას და მუნიციპალიტეტისგან დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით, რაც ხელს შეუწყობს სხვა ახალგაზრდების წახალისებას, სურვილისა და მოტივაციის გაზრდას მსგავს პროგრამებში მონაწილეობისას.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტი 2019 წლიდან ახორციელებს ორ მნიშვნელოვან პროგრამას ახალგაზრდებისთვის : ,,იდეების კონკურსი’’ და ,,მუნიციპალიტეტის მოხალისე“, რომლებიც წარმოადგენს გრძელვადიან პროგრამებს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას. ასევე, ხელს უწყობს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყობას.

გააზიარე