მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საბარგო სადგურის დასახლებაში, ბორჯომის ქუჩაზე (№9) მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ხდება ძველი სახურავის დემონტაჟი, დაზიანებული ხის კონსტუქციები ახლით შეიცვლება და მოეწყობა ახალი სახურავი.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.