ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობის საყურადღებოდ!

10 იანვარი, 2019

მაღალი რისკის შესაბამის ჯგუფში სეზონური გრიპის შემთხვევათა მკურნალობისა და გრიპის გავრცელების მართვისათვის საჭირო ანტივირუსული მედიკამენტით უზრუნველყოფის, ბენეფიციართა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და   პაციენტებისთვის მკურნალობის ადრეულ ეტაპზევე ტამიფლუზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საშუალებით,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გადასცა  პრეპარატი  ტამიფლუს გარკვეული რაოდენობა.

პრეპარატი ტამიფლუს გაცემა ( უსასყიდლოდ) განხორციელდება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV/100-ა, რეცეპტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით შემდეგ ბენეფიციარებზე:

ა) ორსულებზე/მელოგინეებზე;

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;

გ) ბავშვებზე (0-18 წლამდე ასაკის მოსახლეობა);

დ) ხანდაზმულებზე (ქალები - 60 წლიდან, მამაკაცები - 65 წლიდან);

ე) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე პაციენტებზე;

ვ) ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებზე;

ზ) სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებზე;

თ) დიაბეტის მქონე პაციენტებზე“.

მედიკამენტის გაცემა, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებზე, ზემოთ  განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ცალკეული ბენეფიციარის მიხედვით წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა NIV/100-ა საფუძველზე.

 ,,ტამიფლუს" გაცემის წესებს არეგულირებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებები.

მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის  (მისამართი ახალციხე, კეცხოველის ქ.#6, მეოთხე სართული)

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: 0(322) 22 16 24;

ფატი ხაბულიანი 599 19 33 69;

ქეთევან გოგოლაძე  595 95 61 43;

მაია მამულაშვილი 571 35 07 75;

გააზიარე