ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მინი ფეხბურთში ტურნირი დაიწყო

17 სექტემბერი, 2019

⚽⚽,,ევროპის კვირეული“-ს ფარგლებში, ცხრა აპრილის ქუჩაზე არსებულ მოედანზე, მინი ფეხბურთში თამაშები დაიწყო. მასში ახალციხის მუნიციპალიტეტის 11 გუნდი მონაწილეობს.

ფინალური შეხვედრები 23 სექტემბერს გაიმართება. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი ჯილდოებით დასაჩუქრდებიან. ასევე გამოვლინდება, საუკეთესო ფეხბურთელი, ბომბარდირი, საუკეთესო მეკარე და ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, რომლებსაც საჩუქრები გადაეცემათ.

ტურნირს ორგანიზებას სპორტული პროგრამების განყოფილება უწევს.

გააზიარე