ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მინდია ენდელაძემ ორი ოქროს მედალი მოიპოვა

24 ივნისი, 2019

მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში, მძლეოსნობაში საერთაშორისო შეჯიბრება ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო ახალციხელმა მძლეოსანმა მინდია ენდელაძემ . მან 400 და 200 მეტრზე რბენაში 2 პირველი ადგილი მოიპოვა და შესაბამისად 2 ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 200 მეტრზე რბენაში ნაჩვენები შედეგი არის 23 წლამდე სპორტსმენებს შორის საქართველოს რეკორდი.

მინდია ენდელაძემ აღნიშნული ასპარეზობით ევროპის ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვა და 11 ივლისიდან მონაწილეობას მიიღებს შვედეთში, 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მინდია ენდელაძეს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს ევროპის ჩემპიონატზე!

გააზიარე