ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მინაძესა და ჭაჭარაქში სარწყავი და სანიაღვრე არხები ეწყობა

20 აგვისტო, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მინაძესა და ჭაჭარაქში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  სარწყავი და სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით,  დასახლების  საერთო კრებაზე შეირჩა.

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად მუნიციპალიტეტის 46 დასახლებაში  საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.

 

 

გააზიარე