ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მერიაში სისხლის უანგარო დონორის აქცია ჩატარდა

22 თებერვალი, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, სისხლის უანგარო დონორის აქცია ჩატარდა.

აქცია იმ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის იყო, რომლებიც მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში მკურნალობენ.

ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდება შემდეგი ანალიზები: სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი, C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, აივ ინფექცია და სიფილისი.

აქცია მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულმა სისხლის ბანკმა ჩაატარა.

გააზიარე