ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

მერიაში ახალგაზრდებისთვის ფილმის ჩვენება მოეწყო

5 ივლისი, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ახალგაზრდებისთვის ფილმის ჩვენება მოეწყო.

მათ 1995 წლის ამერიკული ბიოგრაფიული დრამა „საშიში აზრები“(dangerous minds) ნახეს. ფილმმა ახალგაზრდებზე დიდი შთაბედილება მოახდინა,. ჩვენების შემდეგ მერიის ახალგაზრდული განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად ფილმის შინაარსი განიხილეს, რეალურ ცხოვრებასთან პარალელები გაავლეს და დისკუსია გამართეს.

„საშიში აზრები“(dangerous minds ) ლუენ ჯონსონის ავტობიოგრაფიული რომანის „ჩემი გუნდი არ აკეთებს საშინაო დავალებას“ მიხედვითაა გადაღებული. ფილმი გვიამბობს რეალურ ამბავს 90-იან წლებში ჩრდილოეთ კალიფორნიის ქუჩებში მცხოვრებ, ძნელად აღსაზრდელ ბავშვებთან მომუშავე, გაბედული მასწავლებლის შესახებ. ფილმში ნაჩვენებია ის პრობლემები,რომლებსაც ახალგაზრდები და არამხოლოდ ისინი ყოველდღიურად აწყდებიან. ბრძოლა გადარჩენისთვის, იქ, სადაც ეს მხოლოდ ერთეულებს გამოსდით.

გააზიარე