ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„ მე და შექსპირი, სონეტების საღამო“

7 დეკემბერი, 2018

დღეს, ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში,  ღონისძიება  „ მე და შექსპირი, სონეტების საღამო“ გაიმართა.ულამაზესი დეკორაციის ფონზე,   ახალგაზრდებმა მოწვეულ სტუმრებს  გენიალური ინგლისელი პოეტისა და დრამატურგის, უილიამ შექსპირის  ბიოგრაფიული ელემენტები გააცნეს და მისი სონეტები წაიკითხეს. ღონისძიებას ლაიტმოტივად სასიამოვნო  კლასიკური მუსიკა გასდევდა.

საღამოს ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია.

ილიამ შექსპირი ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად. მისი ლიტერატურული კარიერა გრძელდებოდა დაახლოებით 20 წელიწადს 1592 წლიდან 1612 წლამდე და დაემთხვა ორი მონარქის, ჯერ ელიზაბეთ I-ისა (1558-1603), ხოლო შემდეგ — ჯეიმზ I-ის (1603-1625) ხანას. ამ პერიოდში მან შექმნა ორი ეპიკური პოემა, უამრავი სონეტი და 37 პიესა.

გააზიარე